|
2018-05-02 10:15:07, 1510 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს. სამუშაოების ფარგლებში, ვაკის პარკში 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჰიდრო თესვის პრინციპით სამი სახეობის ბალახის დათესვა დაიწყო (festuca rubra, lolium perenne, lolium westerwoldicum), ასევე, 150 კვადერატულ მეტრ ფართობზე რულონური ბალახი დაიგო. 500 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი გამოიცვალა რუსთაველის გამზირზე არსებულ თარგებშიც. გარდა ამისა, დიაგნოსტიკური სამუშაოები ჩატარდა თბილისის მასშტაბით, რის შედეგადაც ბარათაშვილისა და გურამიშვილის გამზირებზე დაიგეგმა დაზიანებული ჰიდრო სისტემების მოწესრიგების ღონისძიებები. ჰიდრო სისტემები მოწესრიგდა თამარაშვილის გამზირზე, რუსთაველის გამზირსა და ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამჟამად მიმდინარეობს სანდრო ეულის ქუჩის სარწყავი სისტემის მოწესრიგება, რის შემდეგადაც იგეგმება 2 050 კვადრატული მეტრი რულონური ბალახის დაგება. თბილისის მასშტაბით ჰიდრო თესვის პრინციპით ბალახი 40 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება, ხოლო რულონური ბალახი 10 000 კადრატულ მეტრზე დაიგება. ვაკის პარკის გარდა, ბალახის დათესვა დაგეგმილია 9 აპრილის ბაღში, ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის (კიკვიძის) პარკში, ვერის პარკში და რიყის პარკში. დედაქალაქში უკვე ჩაირთო ცენტრალური შადრევნებიც. საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში შადრევნების ელექტროსისტემა შემოწმდა და საჭიროებისამებრ გაიმართა. ყველა შადრევანი მოირეცხა, ასევე, შემოწმდა და შეკეთდა შადრევნების ძრავები.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)