18:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 17:33:12, 2095 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს კანდიდატების შერჩევის დროს ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები იყო

„გიორგი კვირიკაშვილი იქნება პოლიტსაბჭოს წევრი. მას აბარია ქვეყანა, ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მემგონი დამატებით ფუნქციები არ სჭირდება ამ ყველაფერს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტსაბჭოს კანდიდატების შერჩევაში ბიძინა ივანიშილიც მონაწილეობდა, რადგან მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი უნდა დაიკავოს.

 „პრინციპის შერჩევის პროცესში პოლიტსაბჭოს ყველა მოქმედი წევრი იღებდა მონაწილეობას და საწინააღმდეგო აზრი პრაქტიკულად არ გამოთქმულა. ბუნებრივია, რომ ბატონ ბიძინასთან იყო კონსულტაციები კანდოდატების შერჩევის დროს რადგან გუნდმა ის უნდა დაამტკიცოს პარტიის ხელმძღვანელად, ამიტომ ამაში უჩვეულო არაფერია. მაგალითად ეკა ბესელია ვერ მოხვდა შემადგენლობაში, კიდევ რამოდენიმე წევრი, რა ნიშნით დაკომპლექტდა ახალი საბჭო? ახალ შემადგენლოვაში არ არის წარმოდგენილი არცერთი კომიტეტის თავმჯდომარე. გარკვეული პრინციპი იყო შეთანხმებული, რომ იქნებოდა პარლამენტიდან სპიკერატი, ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნება“, ამიტომ მე და ჩემი ორი მოადგილე გენადი სამხარაძე და ირაკლი ტრიპოლსკი ვართ პოლიტსაბჭოში. ასევე ერთერთი ფრაქციის ხელმძღვანელი გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყო პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში და ასევე ორი მინისტრი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics