|
2018-05-01 17:16:26, 1866 ნახვა
საზოგადოება
სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად რეგულირდება
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა კობალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა II მოსმენით განიხილა. მომხსენებლის, კობა კობალაძის განმარტებით კანონპროექტის მიზანია „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონების საფუძველზე ისე დარეგულირდეს სარეზერვო სამსახურთან და მობილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, რომ არ მოხდეს აღნიშნულ კანონებს შორის ნორმათა კოლიზია. „სარეზერვო სამსახურის აქტუალობიდან გამომდინარე კერძოდ, სარეზერვო სამსახურის სრულყოფილად დაკომპლექტებისა და ამოქმედებისათვის აუცილებელია რეზერვში ჩარიცხულ პირებს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა სახელმწიფოსაგან. პროექტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს უნარჩუნდება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება და აგრეთვე, სოციალური დახმარების შესახებ კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური დაცვის გარანტიები", - განმარტა კობა კობალაძემ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის ახალი რედაქციის თანახმად, საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. „ეს საშუალებას მოგვცემს სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს შეუნარჩუნდეს კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია", - განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა. მისივე თქმით, თუ პირს, პროექტის ამოქმედებამდე საჯარო სამსახურის განხორციელების გამო უკვე შეწყვეტილი აქვს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება, მისი სამხედრო ძალებში ჩარიცხვა არ გახდება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის პირობა. სხდომაზე, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა კანონმდებლებს პრინციპული შენიშვნები არ გამოუთქვამთ. კომიტეტის წევრებმა საკითხის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)