04:30 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 15:03:49, 1447 ნახვა

ეკონომიკა
ჩერქეზიშვილი: საქართველო სრულად იზიარებს ავტოსატრანსპორტო შემთხვევებისა და სატრანსპორტო გამონაბოლქვის ნულამდე შემცირების კონცეფციას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა ქ. ლუბლიანაში (სლოვენია) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსპორტის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა საგზაო უსაფრთხოების შესახებ დეკლარაცია მიიღეს.

დეკლარაცია ითვალისწინებს რიგ სტრატეგიულ განცხადებებსა და ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის, დასახული მიზნებისა და მისაღწევი ინდიკატორების, უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურისა და  უსაფრთხო ავტოსატრანსპორტო საშუალებების, საგზაო მონაწილეების ქცევის და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესებისა და განვითარებისკენ.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო სრულად იზიარებს ევროკავშირის ნულოვან კონცეფციას, რომელიც ავტოსატრანსპორტო შემთხვევების და სატრანსპორტო გამონაბოლქვის ნულამდე შემცირებას ითვალისწინებს.  ამასთან, გიორგი ჩერქეზიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დეკლარაციის მიღებით საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას ქვეყანაში უსაფრთხო საავტომობილო სატრანსპორტო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად.

მინისტერიალის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის როლი ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-სავაჭრო კავშირის შესრულების მიზნით. ამასთან, კომისიამ წარმოადგინა  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტრანსპორტის საინვესტიციო გეგმა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავდა და მის მიღებას ევროკომისია მ.წ. ოქტომბერში გეგმავს. საქართველოს მხრიდან გეგმაში შეტანილია პრიორიტეტული სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics