02:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 15:18:44, 1376 ნახვა

საზოგადოება
წერეთლის №99-სა და №101-ს შორის მდებარე ეზოში ავტოფარეხების ნაცვლად გამწვანებული სივრცე მოეწყობა

წერეთლის №99-სა და №101-ს შორის მდებარე ეზოში ავტოფარეხების ნაცვლად გამწვანებული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს წერეთლის N99-ის მცხოვრებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, სკვერის კეთილმოწყობის ყველა ხარჯს თავის თავზე თბილისის მერია აიღებს.

„მოსახლეობა გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას და გამოთქვა თანხმობა ავტოფარეხების აღებასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მცხოვრებს ამ წამოწყებისთვის. ამ კონკრეტულ ადგილზე ჩვენი შეთავაზება იყო, გაგვეკეთებინა სკვერი ან სპორტული მოედანი. მოსახლეობამ სკვერი აირჩია. ყველა ხარჯს თავის თავზე თბილისის მერია აიღებს. ჩვენ მოვაწყობთ ერთ-ერთ საუკეთესო გამწვანებულ სივრცეს აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს იქნება გადამდები. ჩვენ გვჭირდება მეტი გამწვანებული სივრცე, რათა გამოვასწოროთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ პროექტებით ვერ შევძლებთ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას. თბილისის მერიას ბევრი საინტერესო, მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი აქვს დაგეგმილი, თუმცა უბნების დონეზე მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მინდა ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, ბევრი უბანი გამოეხმაურება ამ წამოწყებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიდუბის რაიონის გამგებელის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ავტოფარეხების დემონტაჟის მოთხოვნით დიდუბის გამგეობას მოსახლეობამ მიმართა. ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის ინიციატივის შემდეგ, დიდუბის რაიონში მოსახლეობის მხრიდან ეს უკვე მეორე შემთხვევაა.  

ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, მსგავსი წინადადება აქვთ ასევე წერეთლის №103-სა და №97-ის მცხოვრებლებს. 

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქში არსებული ავტოფარეხების ნაცვლად სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის ინიციატივით გასულ კვირას გამოვიდა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics