04:35 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 11:32:40, 1425 ნახვა

საზოგადოება
მემანქანეებიის პროტესტი - 3 მაისს თბილისის მეტრომ შესაძლოა, მუშაობა შეწყვიტოს

ხუთშაბათს, 3 მაისს, თბილისის მეტრო მუშაობას შეწყვეტს, - ამის შესახებ თბილისის მეტროპოლიტენების მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წევრებმა, რუსთაველის მეტროსთან გამაფრთხილებელი აქციის დროს განაცხადეს.

მეტროპოლიტენის მემანქანეები ხელფასის 45%-ით  გაზრდას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, საათობრივი ანაზღაურების 7 ლარიდან 10 ლარამდე გაზრდის მოთხოვნა გამოწვეულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფონითა და მეტროში არსებული მძიმე სამუშაო პირობებით.

„სატრანპორტო კომპანიის და მერიის პოზიცია შემდეგია, რომ ხელფასების მატება ჯერჯერობით ვერ განხორციელდება. სწორედ ამიტომ „ერთობა 2013“ აანონსებდა, თუ ხელფასების გაზრდა მშვიდობიანი გზით არ მოხერხდებოდა,  გაფიცვის დაწყებას. დღეს ვართ შეკრებილები იმ მიზნით, რომ ბრიფინგის საშუალებით მოხდეს ამის გაცხადება, როგორც კომპანიისთვის და ასევე საზოგადოებისთვის, რომ 3 დღით ადრე ვაანონსებთ იმ დღეს როდესაც მეტრო შეწყვეტს ფუნქციონირებას.  მთლიანად იქნება პარალიზირებული მეტრო 3 მაისიდან. მოთხოვნა არის ხელფასების გააზრდა. გვინდა რომ მემნაქანეების ხელფასი საათობრივად 7-დან 10 ლარამდე გაიზარდოს“, - განაცხადა „ერთობა 2013“-ის წარმომადგენელმა არჩილ ლაბაძემ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ გასულ კვირას, ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისი მერიაში, მედიაციის ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს დღეისთვის მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდის ფინანსური რესურსი არ აქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics