|
2018-04-28 13:25:04, 2982 ნახვა
კულტურა
მაესტრო ენიო მორიკონეს კონცერტისთვის მზადება იწყება
28–30 აპრილს თბილისს რომის სიმფონიური ორკესტრის ქორმაისტერი, სტეფანო კუჩი ეწვევა. ის თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდთან მოსამზადებელ რეპეტიციებს ჩაატარებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენიო მორიკონეს კონცერტის რეპერტუარი თბილისში უკვე გამოგზავნილია. აღსანიშნავია, რომ სტეფანო კუჩი დიდი ხანია, თანამშრომლობს მაესტრო მორიკონესთან. შეგახსენებთ, რომ ენიო მორიკონე პირადად უდირიჟორებს რომის სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც მასთან ერთად საქართველოში 18 მაისს ჩამოფრინდება. სცენაზე კომპოზიტორს, მისი ცნობილი კინომუსიკის შესასრულებლად, თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის 70–კაციანი გუნდი შეუერთდება. კონცერტი 19 მაისს, შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება, დარბაზის 2018 წლის სეზონის გახსნის აღსანიშნავად. ენიო მორიკონეს კონცერტი საქართველოში მსოფლიო ტურნეს ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი ღონისძიება გაიმართა და ეძღვნება კომპოზიტორის 60–წლიანი ბრწყინვალე მუსიკალური კარიერის აღნიშვნას. ბილეთების ყიდვა მაესტრო მორიკონეს კონცერტზე დასასწრებლად შესაძლებელია ვებპორტალიდან www.tkt.ge. აღნიშნულ პორტალზე ბილეთები 20 აპრილიდან იყიდება.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)