|
2018-04-28 12:54:49, 1497 ნახვა
პოლიტიკა
12:00 საათის მდგომარეობით, ვანსა და ხონში ამომრჩეველთა აქტივობამ 24.3% შეადგინა
12:00 საათის მდგომარეობით, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 24.3% შეადგინა. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საერთო ჯამში 60-ვე საარჩევნო უბანზე 408 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული. „ამ დროისთვის 60 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 24.33% (11 708 ამომრჩეველი). შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში 60 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და გამოხატოს თავისი კონსტიტუციური ნება", - განაცხადა მიქელაძემ. მანკიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალქეებს, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას ხელი შეუწყონ და მათ შეახსენა, რომ კენჭისყრის დასრულებამდე საარჩევნო უბნებზე აგიტაცია აკრძალულია. ცნობისთვის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ: "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - გიგი უგულავა; "საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი; "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - გივი ჭიჭინაძე; "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" - ზურაბ ქართველიშვილი; "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - მამუკა ტუსკაძე.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)