18:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 21:24:45, 1613 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი: მეტი ძალისხმევაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად,რომ შრომის ინსპექცია სრულფასოვანი გახდეს

მეტი ძალისხმევაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ შრომის ინსპექცია გახდეს სრულფასოვანი, - ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, მაია კოჟიანჩიჩის განცხადებაშია  ნათქვამი.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, გააძლიეროს შიდა სოციალური დიალოგი და განაგრძოს ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“ მჭიდრო თანამშრომლობა.

„ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიღებულია, თუმცა აღნიშნა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ შრომის ინსპექცია გახდეს სრულფასოვანი და რომ ახალი კანონი თანდათანობით ეკონომიკის ყველა სექტორზე გავრცელდეს. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააძლიეროს შიდა სოციალური დიალოგი და განაგრძოს ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“ მჭიდრო თანამშრომლობა“, - ნათქვამია მაია კოჟიანჩიჩის განცხადებაში.

მაია კოჟიანჩიჩის აღნიშნული განცხადება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

25 აპრილს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგი გაიმართა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, განიხილეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს სტაბილურ წინსვლაზე მიმართული ძალისხმევა და იმსჯელეს იმ ვალდებულებებსა და პოლიტიკურ ჩარჩოზე, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ევროკავშირი ადამიანის უფლებების სფეროს ხელშეწყობისას





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics