22:40 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 19:08:35, 2332 ნახვა

ეკონომიკა
სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები საველე პრაქტიკებს წიაღის ეროვნულ სააგენტოში გაივლიან

სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები საველე პრაქტიკებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოში გაივლიან. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყება.

აღნიშნულს ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც საქართველოს წიაღის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. მემორანდუმი, საველე პრაქტიკის გარდა, ასევე ითვალისწინებს სტაჟირების პროგრამის განხორციელების საკითხსაც.

მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები ერთ-ერთი ცენტრალური იყო წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მაია ზავრაშვილისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების შეხვედრაზე, რომლის დროსაც ასევე გამახვილდა ყურადღება წიაღის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის წესის, მიმდინარე რეფორმებისა და ზოგადად, წიაღის სფეროში დღეს არსებული გამოწვევების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიტოვებული საბადოების ინვენტარიზაცია, წიაღის შესწავლისას საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და გეოლოგიური მონაცემთა ბაზების სისტემატიზაციის აუცილებლობაა.

დასასრულს აღინიშნა, რომ მსგავს შეხვედრებს რეგულარული ხასიათი მიეცემა. გარდა ამისა, წიაღის ეროვნული სააგენტო საველე პრაქტიკებისა და სტაჟირების პროგრამის მეშვეობით, არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ახალი თაობის პროფესიულ განვითარებას, არამედ წარმატებულ სტუდენტებს სააგენტოში დასაქმების შესაძლებლობაც მიეცემათ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics