01:35 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 13:05:27, 1645 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ისნის რაიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, კაიშაურისა და შილდის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. 

“ჩვენ ახლა ისნის რაიონში ვიმყოფებით, სადაც კაიშაურისა და  შილდის ქუჩებზე მიმდინარეობს საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა. ამჟამად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შეიცვალა ბორდიურები. გარდა ამისა, აქვე სპეციალური ადგილებია  გამოყოფილი ხეების დასარგავად.  მსგავსი ტიპის  სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. მთავარია, რომ  ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილია ამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

კაიშაურის ქუჩაზე უკვე სრულდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარები და ბორდიურები, იგება ასფალტის საფარი.  სამუშაოების ღირებულება 110 000 ლარია. 

შილდის ქუჩაზე მიმდინარეობს  მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის საფარის დასაგებად  და ბორდიურების მოსაწყობად. პროექტის ღირებულება 128 000 ლარს შეადგენს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანიც გაეცნო. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics