|
2018-04-27 12:45:43, 1445 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ლუქსემბურგში კოლეგას შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ლუქსემბურგის სოფლის მეურნეობის, მევენახეობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრს, ფერნარდ ეტგენს შეხვდა. ლუქსემბურგის სოფლის მეურნეობის, მევენახეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინსიტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის სფეროები განსაზღვრეს. შეხვედრაზე ფერნარდ ეტგენმა ლუქსემბურგში მერძევეობის, მეცხოველეობისა და მევენახეობის სექტორში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და მზადყოფნა გამოთქვა, ლუქსემბურგის მხარემ ქართველ ფერმერებს გამოცდილება გაუზიაროს. ლევან დავითაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოში დარგის განვითრების მიზნით მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის ხელშემწყობ ღონისძიებებზე, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის მიმდინარე პროგრამებზე. მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის კერძო სექტორის (ასოციაციები, კოოპერატივები) თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარების პროცესს. „ლუქსემბურგი ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია, ამიტომ ლუქსემბურგის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება სოფლის განვითარების პროგრამების, მათ შორის, გამოცდილების გაზიარების კუთხით და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში მოეწყობა ქართველი ფერმერებისთვის სასწავლო ტური ლუქსემბურგში, რომლებიც მეცხოველეობის მიმართულებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)