01:35 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 12:30:13, 1602 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ადამიანის  უფლებათა  ეროვნული ინსტიტუტების (ENNHRI)  მიერ, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებზე ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში  მონაწილეობა მიიღო.

მინისტრის პირველი მოადგილე  სამუშაო შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა, სადაც  ხაზი გაუსვა დევნილთა სფეროში არსებული  სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ასევე,  ღონისძიების მონაწილეებს, დევნილთა მიმართ არსებული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გრიგოლ გიორგაძემ, მოხსენებაში საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით, აუცილებელია სამინისტროს საქმიანობაში სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობა. ასევე, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, დევნილთა საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი,  ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლები მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩეველი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებების საკითხებში. შეხვედრის ფარგლებში  გაიმართა დისკუსიები ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლის შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საკითხში. სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების თანამშრომლობის გაძლიერება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics