01:35 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 18:27:44, 2066 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო.

„თითოეულ გადმოსვენებულს აქვს თავისი გმირობის ისტორია, ყოველი მათგანი გამორჩეული ადამიანი იყო. თითოეული მათგანი თავისი ნებით წავიდა ომში, წავიდნენ სამშობლოს დასაცავად და 25 წლის განმვლობაში ოჯახებმა არ იცოდნენ სად იყო მათი საფლავები. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზურ მხარეს გულისხმიერებისთვის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი არ შეფერხდეს და უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი დაუბრუნდეს ოჯახს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც მათი სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 148 ადამიანის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია და ეს პროცესი გრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics