|
2018-04-26 16:21:29, 1392 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენცია გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, გუანდონგის პროვინციაში გამართულ საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენციასა (ქ. დონგუანი) და გლობალურ ინტელექტუალურ ფორუმში (ქ. შენჭენი) მიიღო მონაწილეობა. შენჭენში გამართული გლობალური ინტელექტუალური ფორუმის მასშტაბურ საგამოფენო სივრცეში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის სტენდზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს აგრარულ სექტორში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით განხორციელებული საერთაშორისო პროექტებისა და სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციას გასცნობოდა. დონგუანში გამართულ საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენციაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვინციების - გუანდონგი, სინძიანი, შანდუნი, ჰებეი, ჰუნანი, ნინსია, შანსი, ჯიანგსუ - სამეცნიერო-კვლევით უმაღლეს-სასწავლო და კომერციულ ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ერთობლივი პროექტების განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. აღსანიშნავია, რომ გუანდონგის პროვინცია 100 მილიონზე მეტი მოსახლეობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ძლიერი, განვითარებული ეკონომიკური რეგიონია, სადაც მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით ძირითადი აქცენტები ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისკენაა მიმართული. ქართული დელეგაციის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უცხოელი ექსპერტების საქმეთა სახელმწიფო ადმინისტრაციას (SAFEA) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)