10:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 15:52:34, 773 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სოციალური საწარმო „ადამიანები მოქმედებაში“ გაიხსნა

შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“-ს ბაზაზე სოციალური საწარმო „ადამიანები მოქმედებაში“ გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

სამინისტროს ცნობით, სოციალურ საწარმოში 12 ბენეფიციარი დასაქმდება. 2 მზარეული, შრომითი თერაპიის ინსტრუქტორი და ბუღალტერი პროფესიული ნიშნით შეირჩევა, ხოლო დამხმარე პოზიციებს ფსიქიკური სერვისების მიმღები პირები დაიკავებს. საწარმოში ბენეფიციარების ჩართულობით პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული მომზადდება.

საწარმოს მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“, რომელიც ყოველდღიურად 200-მდე ბენეფიციარს უზრუნველყოფს კვებით, შესაბამისად, საწარმოში დამზადებული პურ-ფუნთუშეულის შეძენას და სტაციონარში შეტანას სწორედ აღნიშნული კლინიკა გეგმავს. საწარმოსთვის შპს „ჰელს ქეარ გრუპმა“, (საავადმყოფოს 100% წილის მფლობელი) კლინიკის ტერიტორიზე გაარემონტა და ა(ა)პი-ს „ადამიანები მოქმედებაში“ მემორანდუმით უსასყიდლოდ გადასცა 55კვ. მ ფართი. სოციალური საწარმო ფსიქიკური სერვისების მიმღები პირების დასაქმების, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სტიგმის დამარცხების მიზნით საგრანტო პროექტის ფარგლებში ამოქმედდება.

„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გამოცხადებულ „იდეების კონკურსში“ მიღებული გრანტით (8 000 ევრო) საწარმო შესაბამისი დანადგარებით აღიჭურვა, ხოლო ქ. ბათუმის მერიის თანადაფინანსებით საწარმოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნივთების შეძენა მოხდა.

სოციალური საწარმო მიზანია ფსიქიკური სერვისების მიმღები ქალბატონების დასაქმება, მათი რესოციალიზაცია, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics