|
2018-04-26 13:15:15, 1786 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ახალი გამოწვევების ფონზე, დადგა აუცილებლობა, მაქსმიალურად გავაძლიეროთ „ქართული ოცნება“
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალი გამოწვევების ფონზე, დადგა აუცილებლობა, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მაქსმიალურად გაძლიერდეს. „მინდა საზოგადოებას ვამცნო ის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც იგეგმება ჩვენ გუნდში, პარტია „ქართულ ოცნებაში“. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმურია, საზოგადოების ინტერესი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ჩვენ როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე და მივიჩნევთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისა და ახალი გამოწვევების ფონზე, დადგა აუცილებლობა მაქსმიალურად გავაძლიეროთ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენ გუნდს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული პროცესები. ამავე დროს ჩვენ გვაერთიანებს მკვეთრად გამოხატული ღირებულებები და ერთიანი პოლიტიკური ხედვა როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. როგორც კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)