13:01 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 10:29:04, 2238 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი ხვალ, 27 აპრილს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ორ ქვეყანას შორის არსებულ სადემარკაციო ხაზზე შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

„რია ნოვოსტის“ ცნობით, შეხვედრა სადემარკაციო ხაზზე ადგილობრივი დროით 10:30 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები, საპატიო ყარაულის თანხლებით, სასაზღვრო სოფელში გაემართებიან, სადაც მოლაპარაკებებს გამართავენ.

აქედან გამომდინარე, კიმ ჩენ ინი 65 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდება, რომელიც სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ოფიციალური ვიზიტით იქნება. 

შეგახსენებთ, რომ შეხვედრამდე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის ცხელი ხაზი შეიქმნა. 

ასევე, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში კი დაგეგმილია კიდევ ერთი ისტორიული შეხვედრა კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics