|
2018-04-26 09:39:28, 1745 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო სხდომა გაიმართება
ბრიუსელში დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სხდომაზე პარტნიორები განიხილავენ ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელებას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმსჯელებენ მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვასა და ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმებზე. "კომიტეტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ხოლო, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, გააცნობს. სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი განცხადებას და რეკომენდაციებს მიიღებს. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) შედგება, ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის წევრების და მეორე მხრივ, ევროპარლამენტის წევრებისაგან. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად“, -აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)