|
2018-04-25 18:09:54, 1816 ნახვა
პოლიტიკა
ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები დაგმეს
"ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ლატვიის გამოცდილების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს საუკეთესო გზაა ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და მშვიდობის მშენებლობისათვის", - ამის შესახებ ლატვიის სახელმწიფო მდივანმა ანდრეი პილდეგოვიჩმა გაერო-ში საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხებოდა, ლატვიის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა გაერო-ში ლიტვის მუდმივმა წარმომადგენლმა, აუდრა პლეპიტემ, რომელმაც საქართველოსა და ლიტვის მჭიდრო პარტნიორობაზე ისაუბრა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, რომელიც მიმართულია ხალხთა დაახლოების და ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარებისკენ, უფრო მეტი ეკონომიკური კავშირების აგებისა და რაც ყველაზე მთავარია - განათლების ხელმისაწვდომობისკენ, რაც მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენის პროცესისთვის", - განაცხადა გაერო-ში ლიტვის მუდმივმა წარმომადგენლმა. ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ქმედებები დაგმეს. ცნობისთვის, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელურ ღონისძიების "ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის" გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ ასევე მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace".
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)