|
2018-04-25 17:55:40, 1582 ნახვა
პოლიტიკა
ენდრიუ გილმორი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კომისრის დაშვების აუცილებლობაზე საუბრობს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიების "ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის" მონაწილეებს სიტყვით გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ნიუ-იორკის ოფისის ხელმძღვანელმა, ენდრიუ გილმორმა მიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში, მან ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშზე, რომელშიც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ენდრიუ გილმორმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო მონიტორინგის ინსტიტუტებს, მათ შორის არც კომისრის ოფისს არ ეძლევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება. „გასულ თვეში, ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ, ჩვენ კი წარვადგენთ ანგარიშს. რეზოლუციაც და ანგარიშიც ხაზს უსვამს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებაზე არსებულ შეზღუდვას, ასევე აღნიშნავს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ დადასტურებული ინფორმაციის ქონის აუცილებლობას. მონიტორინგი და ანგარიშგება ძალიან მნიშვნელოვანია, ის თანამშრომლობა, რომლისთვისაც ჩვენ მზად ვართ, აუცილებელია ძალადობის მიზეზების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის. როგორც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გვესაჭიროება დაშვება", - განაცხადა ენდრიუ გილმორმა. საქართველოს მიერ ორგანიზებულ პარალელურ ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace" და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)