|
2018-04-25 16:56:08, 2862 ნახვა
კულტურა
თბილისში უკრაინული კინოს საზეიმო გახსნა „უკრაინა ფოკუსში“ გაიმართება
26 აპრილს საქართველოს დედაქალაქში უკრაინული კინოს საზეიმო გახსნა „უკრაინა ფოკუსში“ გაიმართება. თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება მოხდება კინოთეატრ „ამირანში“ (კოსტავას ქუჩა # 36) 26-დან 29 აპრილამდე, დასწრება სეანსზე ყველა სტუმრისთვის უფასოა. ღონისძიებას ასევე დაესწრება უკრაინის კულტურის მინისტრი ევღენ ნიშჩუკი. ასევე 27 აპრილს მინისტრი დაესწრება ფილმის „კიბორგი“ ჩვენებას, სადაც მინისტრმა ეპიზოდური როლი ითამაშა. კინოფილმის დემონსტრირება მოხდება ორიგინალ ენაზე ინგლისური და ქართული სუბტიტრებით. აფიშა და ჩვენების დეტალები წარმოდგენილი იქნება ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/UFFUkraineinfocus/ ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ გაიხსნება რეჟისორის პიტერ ბებჟაკის ფილმის “ზღვარი” (2017) ჩვენებით, რომელიც გაიმართება 26 არილს 20:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“. შედგომ, 27-29 აპრილს ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი კინოფილმები: „კიბორგები“ და „სხვისი ლოცვა“ (მხატვრული ფილმი, რეჟისორი ახტემ საიტაბლაევი, 2017 წელი), “ზღვარი” (მხატვრული ფილმი, რეჟისორი პიტერ ბებჟაკი, 2017 წელი). კინოკომედია „ძიძიო კონტრაბასი“ (რეჟისორი ოლეჰ ბორშჩევსკი, 2017 წელი). 28 აპრილს 20:00 საათზე ამ ჟანრის მოყვარულებს შეეძლებათ იხილონ მოკლემეტრაჟიანი ფილმების – ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ნამუშევრები, კერძოდ: „დამოუკიდებლობის დღე“ (რეჟისორი ტონია ნოიაბრევა, 2017 წელი), „გამოშვება ‘97“ (რეჟისორი პავლო ოსტრიკოვი, 2017 წელი), „ჩამოცვენილი ფოთლები“ (რეჟისორი მაშა კონდაკოვა, 2014 წელი), „იასამნისფერი“ (რეჟისორი კატერინა გორნოსტაი, 2017 წელი). რა თქმა უნდა, უკრაინულმა კინოფესტივალმა უყურადღებოდ არ დატოვა ბავშვთა აუდიტორია. მათთვის ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული იქნება თანამედროვე მხატვრული ფილმის, „ციხე-სიმაგრე“ (რეჟისორი იური კოვალიოვი, 2016) ჩვენება. ეს მულტფილმი გამოიცა 2017 წელს. ფანტასტიკის ჟანრის ფილმი „ციხე-სიმაგრე“ პირველად თბილისში, მშობლიურ ენაზე (უკრაინული) იქნება ნაჩვენები. მარია მოსკალენკო, ღონისძიების ორგნიზატორი, ფესტივალის შესახებ აღნიშნავს: „უკრაინული კინოს ფესტივალის უკვე მეოთხედ იმართება თბილისში და ყოველ ჯერზე ამ არაორდინარულ მოვლენას სხვადსახვა ასაკისა და ეროვნების კინო–მოყვარულები სტუმრობენ. წელს ფესტივალის პროგრამაში შევიდა სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე კინოფილმები და იმედს გამოვთქვამთ, რომ თითოეული მაყურებელი შეძლებს მისთვის საინტერესო ჩვენების ნახვას, შეაღწევს უკრაინული კინოს სამყაროში და ფესტივალიდან წაიღებს რაღაც განსაკუთრებულს“. ფესტივალის ორგანიზატორები არიან კომპანია FX Film Georgia და JS Films. ღონისძიება გაიმართება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, ოდესის საერთაშორისო კონოფესტივალის, ასევე კომპანია Solar Media Entertament მხარდაჭერით.
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
Axios: ვიტკოფი და კუშნერი ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ბირთვული ექსპერტებს ჩართავენ
ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამკაცრების პირობა დადო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)