|
2018-04-25 15:48:27, 1912 ნახვა
საზოგადოება
ევროპაში უვიზოდ გამგზავრებამდე მოქალაქეებს ნებართვის მიღება და 7 ევროს გადახდა მოუწევთ
ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს, გამგზავრებამდე ნებართვის მიღებასა და 7 ევროს გადახდას მოსთხოვენ, - ამის შესახებ ევროკავშირის პრესრელიზშია ნათქვამი. როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა დღეს მიაღწიეს. "დღევანდელი შეთანხმებით ჩვენ ევროკავშირის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ამის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება თუ ვინ აპირებს ჩვენს სტუმრობას, იქამდე სანამ მოქალაქე ქვეყანას ეწვევა და თავს დავიცავთ იმ პირებისგან ვისაც ბოროტების ჩადენა ენდომება", - განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალენტინ რადევმა. პროგრამა ETIAS-ის ამოქმედების შემდეგ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ. „ანკეტაში შეტანილი ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში შემოწმდება ევროკავშირისა და ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში, რის საფუძველზეც დადგინდება, აქვს თუ არა კონკრეტულ მოქალაქეს ევროპაში შესვლის უფლება. თუ სისტემამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა, ევროპაში გამგზავრების ნებართვას მოქალაქე დაუყოვნებლივ მიიღებს. ევროპაში მოგზაურობის ავტორიზაცია სამი წლის ვადით გაიცემა. ანკეტაში მითითებული ინფორმაციის საეჭვოობის შემთხვევაში, მას დამატებით გადაამოწმებენ. აღნიშნულის გადამოწმების შემთხვევაში, ევროპაში გასამგზავრებლად ნებართვის მისაღებად მაქსიმალური ვადა 96 საათი იქნება. პირველ ეტაპზე, ევროპაში მოგზაურობის ნებართვის მიღება იმ მოქალაქეებს დასჭირდებათ, ვინც თვითმფრინავით ან გემით მგზავრობს. სამ წელიწადში კი იგივე მოთხოვნები ავტობუსით მოგზაურებზეც გავრცელდება“, - განმარტებულია პრესრელიზში. ცნობისთვის, ავტორიზაციის სისტემა ETIAS-ს ევროპარლამენტის დეპუტატებმა უნდა უყარონ კენჭი. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 25 ოქტომბერს ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის ახალი რეგულაციების დაწესებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. კერძოდ კი, რეგულაციების დაწესების მომხრე 477 დეპუტატი იყო, ხოლო 139 დეპუტატი წინააღმდეგი იყო. 50 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. აპლიკანტმა სპეციალურად შექმნილ საიტზე ონლაინ-აპლიკაციის შესავსებად უნდა ჩაწეროს პერსონალური და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები, ასევე განათლებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. კითხვები მოიცავს აპლიკანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ნასამართლეობის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციას. ახალი წესი 2020 წლიდან ამოქმედდება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)