|
2018-04-25 15:24:45, 1632 ნახვა
საზოგადოება
თბილისსა და ტალინს შორის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ქალაქ თბილისსა და ქალაქ ტალინს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ელექტრონული მმართველობა. მემორანდუმის გაფორმებამდე გამართულ შეხვედრაზე მერებმა აღნიშნულ სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. კახა კალაძემ ტაავი აასს მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. თბილისის მერის განცხადებით, ერთობლივი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას. „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს დედაქალაქებს შორის შედგება უფრო მჭიდრო ურთიერთობა. ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არსებობდა, თუმცა გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ძალიან სიმბოლურია, რომ ორივე ქვეყანა დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აფორმებს ამ მემორანდუმს. ჩვენ გვსურს, გავიზიაროთ მათი გამოცდილება გარემოს დაცვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ასევე, ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით. ამ სფეროში სტარტაფების დაფინანსების თვალსაზრისით ტალინი ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია. ჩვენ გვინდა, ყველა ეს გამოცდილება გადმოვიტანოთ ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ. ტალინის მერის თქმით, მემორანდუმი ქალაქებს სხვადასხვა სფეროში ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობას მისცემს. „ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს, საქართველოსა და ესტონეთს, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. თბილისსა და ტალინს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქალაქების დონეზეც დავიწყებთ ამ ურთიერთობას. ეს შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა კულტურა, ელექტრონული მმართველობა, ტრანსპორტი. ჩვენ უკვე შევთანხმდით დელეგაციათა გაცვლაზე სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისათვის. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს მემორანდუმი არ დარჩება ქაღალდზე და რეალურ შედეგებს ქალაქის მმართველობის სხვადასხვა სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაცვლის თვალსაზრისით“- განაცხადა ტაავი აასმა.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)