|
2018-04-25 11:37:15, 1498 ნახვა
საზოგადოება
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით თბილისის მერია ყოველთვიურ ფესტივალს იწყებს
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, თბილისის მერია იწყებს ყოველთვიურ ფესტივალს - „თბი-ლისი“, რომელიც სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს მოიცავს და მასობრივი სპორტის განვითარებას ემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ფესტივალი 28 აპრილს დაიწყება და მომდევნო 6 თვის განმავლობაში ყოველი თვის ბოლო შაბათ დღეს, ლისის ტბაზე გაიმართება. „თბილისის მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველა ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, დასვენებისთვის, გართობისა და სპორტული აქტივობებისთვის შესაბამისი გარემო მოეწყობა. ფესტივალის ფარგლებში, გარდა სპორტული აქტივობებისა, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებიც გაიმართება. ამასთან, კახა კალაძემ თბილისის მერის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დავალება მისცა, მაისის შუა რიცხვებიდან თბილისში სხვადასხვა კულტურული და გასართობი აქტივობები მოეწყოს. „ჩვენ უნდა გამოვაცოცხლოთ ჩვენი ქალაქი. შაბათ-კვირას ყველა მსურველს უნდა შეეძლოს თავიანთი შვილები, შვილიშვილები მიიყვანონ კონკრეტულ ადგილას. როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში შეიძლება კონცერტებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)