00:39 - 12 May, 2026
|
2018-04-25 11:30:33, 1470 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებლად კახა გულედანი წარადგინა
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლად კახა გულედანის კანდიდატურა წარადგინა. თბილისის მერის თქმით, კახა გულედანს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. „მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც სამგორის რაიონის მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. კახა გულედანი 2016 წლიდან დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. იყო ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მისი კანდიდატურა საკრებულოში დღესვე გადაიგზავნება.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)