|
2018-04-25 11:27:33, 1444 ნახვა
საზოგადოება
„პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში“ საქართველოს პოზიცია 3 პუნქტით გაუმჯობესდა
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ 2018 წლის „პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსს“ აქვეყნებს. ინდექსში საქართველოს პოზიცია 3 პუნქტით გაუმჯობესდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანა 64-ე ადგილზე იყო, წელს კი, 27.34 ქულით, 61-ე ადგილზე გადმოინაცვლა. "ქართული მედია პრურალისტულია, თუმცა ჯერ კიდევ პარალიზებულია. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური არხის "რუსთავი 2"-ის გარშემო არსებული მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს საერთო ვითარებაზე. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა სულ უფრო იშვიათი ხდება", - ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, ორგანიზაციის ანგარიშში, საუბარი ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებასაც შეეხო. "ის გაიტაცეს. საბოლოო ჯამში მუხთარლი აზერბაიჯანში იპოვეს, სადაც 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. 2 ჩინოსანი თანამდებობიდან გადააყენეს, თუმცა გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, "პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში" პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს. ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: 1 - ნორვეგია, 2 - შვედეთი, 3- ნიდერლანდები, 4 - ფინეთი, 5 - შვედეთი, 6 - იამაიკა, 7 - ბელგია, 8 - ახალი ზელანდია, 9 - დანია, 10 - კოსტა-რიკა. ევროპის წამყვანი ქვეყნები: გერმანია - 15 ადგილზეა, საფრანგეთი - 33-ე ადგილზეა, 40-ე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს, იტალია - 46-ე ადგილზეა. რაც შეეხება ამერიკის შეერტებულ შტატებს - ის 45-ე ადგილს იკავებს. საქართველოს მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი 163-ე ადგილზეა, თურქეთი 157-ე ადგილს იკავებს, რუსეთი 148-ე ადგილზეა, უკრაინა 101-ე ადგილს იკავებს, სომხეთი კი 80 ადგილზეა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)