|
2018-04-25 10:34:15, 1971 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ საბანკო სექტორის შესახებ პირველი ონლაინპლატფორმა შექმნა
დღეიდან მომხმარებლები ქართული საბანკო სექტორის შესახებ ანალიტიკური ინფორმაციის მიღებას ონლაინპლატფორმის - www.bankfacts.ge-ის საშუალებით შეძლებენ. ვებგვერდი თიბისი ბანკის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია არგუმენტირებული პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც დაინტერესებულ პირებს საბანკო სექტორთან დაკავშირებით შესაძლოა გაუჩნდეთ. ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ეროვნული ბანკის, მსოფლიო ბანკისა და სხვა სანდოდ აღიარებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა და ის მუდმივად განახლდება საბანკო სექტორში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად. Bankfacts.ge -ზე განთავსებული ინფორმაცია საჯაროა. დაინტერსებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ საქართველოში ბანკების სესხების, დეპოზიტების, საპროცენტო განაკვეთების, მოზიდული სახსრების დინამიკას და იხილონ შესაბამისი გრაფიკული ვიზუალები. ახალი ონლაინპლატფორმა საფინანსო და საბანკო სფეროს ექსპერტებისთვის ღიაა. მათ მუდმივად შეუძლიათ ითანამშრომლონ პლატფორმასთან და სექტორთან დაკავშირებულ საინტერესო თემებზე მოამზადონ სხვადასხვა ტიპის ობიექტური მასალა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)