|
2018-04-24 19:00:48, 1752 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში პოლონურ-ქართული ისტორიკოსთა კომისიის მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა პოლონურ-ქართული ისტორიკოსთა კომისიის მეორე საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა „ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის 100 წლისთავი". ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა გახსნეს. ამიერკავკასიის საუკუნისწინანდელი ისტორიის შესახებ კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ქართველი და პოლონელი ისტორიკოსები: დავით ყოლბაია, ვლოდიმირ სულეია, ვოიცეხ მატერსკი, ოთარ ჯანელიძე, ჰენრიკ პაპროკი, დიმიტრი სილაქაძე, გიორგი მამულია, მიხეილ ბახტაძე, ბექა კობახიძე და სხვები. ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოს - სეიმისა და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი გავიდა. გამოფენა და კონფერენცია ნაწილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი 2018 წელს ატარებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ამიერკავკასიის სეიმისა და ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ არქივში დაცული მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ფოტოები. გამოფენის გახსნის პარალელურად გაიმართა ვარშავის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური სამეცნიერო ჟურნალის -,,პრო გეორგიას" ახალი ნომრის პრეზენტაცია. გამოფენა „ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის 100 წლისთავი" 3 მაისამდე გაგრძელდება.
(R)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)