23:45 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 12:54:54, 1547 ნახვა

საზოგადოება
მაია ბითაძე გენდერის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კონფერენციას, სახელწოდებით „გენდერის საკითხები ურბანულ მმართველობასა და ტრანსპორტის სფეროში“ დაესწრო.

მაია ბითაძის განცხადებით, კონფერენციის მთავარი მიზანი ურბანული განვითარების სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალთა როლის გაძლიერებაა. 

„აზიის განვითარების ბანკთან ერთად თბილისის მერიამ რეგიონის მასშტაბით,  საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლობისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა უზრუნველყო, რომლის მთავარი მიზანი იყო ქალთა როლის გაძლიერება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ურბანული განვითარება. მოგეხსენებათ, ორივე ძალიან აქტუალურია და აზიის განვითარების ბანკი ამ მიმართულებით ძალიან დიდ მხარდაჭერას აღმოუჩენს თბილისს“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

ორდღიანი კონფერენცია თბილისის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანია  გენდერული საკითხების განხილვა ურბანული განვითარებისა და სატრანაპორტო სფეროში, ასევე,  სამომავლო რეკომენდაციების შემუშავება, რათა გენდერული საკითხები ინტეგრირდეს  ქალაქის ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულებასთან.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის  სხვადასხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში მომუშავე ქალები. ღონისძიებას, ასევე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა სამსახურის უფროსი ანდრია ბასიალაია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან მირზიკაშვილი ესწრებიან. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics