13:00 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 11:10:19, 2519 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები

თურქეთის პროვინცია ადიამანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ერთდროულად რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"ადგილი აქვს მატერიალურ ზარალს. რამდენიმე შენობა დაზიანდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცედურა. ვცდილობთ დაზარალებულ მოსახლეობას დროული დახმარება აღმოვუჩინოთ", - განაცხადა ილდირიმმა.

ამასთან, მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად 13 მოქალაქე დაშავდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics