|
2018-04-23 17:10:04, 1832 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარიამ და ლიტვის შს მინისტრმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში პოლიციის ატაშეს წარგზავნის საკითხი განიხილეს
საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ლიტვის რესპუბლიკას ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ეიმუტის მისიუნასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განსაკუთრებით ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლაში. გიორგი გახარიამ ლიტველ კოლეგას მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ლიტვური მხარის მიერ შეტანილი წვლილისა და სამაგალითო პარტნიორობის გამო. აღნიშნული პროექტი 2014–2018 წლებს მოიცავს. მისი მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, სამართალდაცვით სფეროში ევროპის გამოცდილების გაზიარება, პოლიციური საკითხების სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია. გიორგი გახარიამ და ეიმუტის მისიუნასმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა საგზაო უსაფრთხოების სფეროში და მხარეთა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. ,,ვისაუბრეთ პოლიციის ატაშეს ინსტიტუტის შექმნის საჭიროებაზე საერთოდ ბალტიისპირეთის რეგიონში და ვფიქრობ, რომ ამ ამოცანასაც ერთად გავართმევთ თავს“- განაცხადა გიორგი გახარიამ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ლიტველ კოლეგას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო პერსპექტივები, ასევე, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მდგრადობის შენარჩუნების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, სამინისტროს პრიორიტეტები და უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
(NS)
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)