|
2018-04-23 14:22:09, 1839 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ჩვენი მიზანია, შავი ზღვა იყოს უსაფრთხო, მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ზღვა
ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი გახსნა და დამსწრე საზოგადოებს სიტყვით მიმართა. სემინარზე სახელწოდებით - „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში", მინისტრმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეფორმების დღის წესრიგი და პერსპექტივები მიმოიხილა. "დღევანდელი სემინარის ძირითადი თემაა საქართველო და შავი ზღვის როლი რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ ბრძანდებით აჭარაში, საქართველოს მხარეში რომელიც განსაკუთრებულად აქტიურად ვითარდება და წარმოადგენს სახეს, იმისა თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს შავიზღვისპირეთი, რა მიდგომები და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები უნდა არსებობდეს. ჩვენ კარგად ვხედავთ იმ დიდ პროგრესს, რომელიც მიღწეულია აჭარაში და ბათუმში", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ვიცე-პრემიერმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. მინისტრი ასევე შეეხო ნატო-ს მომავალი სამიტის საკითხებს, რომელსაც მისი თქმით საქართველო კარგად მომზადებული ხვდება. "ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, ასევე გამოითქვა სურვილი ნატოს მხრიდან, რომ გავაღრმავოთ დიალოგი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტ კონტრიბუტორს გახდის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენი მიზანია შავი ზღვა იყოს უსაფრთხო, მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების, თანამშრომლობის ზღვა და ამას რა თქმა უნდა მივაღწევთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობით", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მიხიელ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის სიკეთეებით იქ მცოხვრებმა მოსახლეობამ ისარგებლოს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პულისმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი ქ. ბათუმში 23-25 აპრილს იმართება და მასში მონაწილეობენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)