23:45 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 13:52:23, 1524 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვეტერინარები ლაბორატორიაში ვიზიტით იმყოფებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში ვიზიტით იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვეტერინარი სპეციალისტები.

ვიზიტის მიზანია ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება დაავადების გადამტანი ცხოველების გამოვლენისა და  დიაგნოსტიკის სფეროში. მიმდინარეობს ერთიანი სტრატეგიის შემუშავება, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შენარჩუნებისათვის დაავადების ადრეულ და სწრაფ გამოვლენას მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით.

30 კაციანი შემადგენლობის დელეგაციის წევრებმა ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ადგილზე დაათვალიერეს. შეხვედრის დროს მათ საშუალება ჰქონდათ ლაბორატორიის შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა, სხვადასხვა აპარატურისა და მეთოდების ვალიდაცია-ვერიფიკაციის შესახებ პრაქტიკული ინფორმაციის მიღება. ასევე, დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება. 

მათ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტებისგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ლაბორატორიაში დანერგილ და საერთაშორისოდ აკრედიტირებულ კვლევის მეთოდებზე, ასევე, ბიოუსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის სისტემაზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics