|
2018-04-23 12:59:21, 1647 ნახვა
პოლიტიკა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი გაიხსნა
ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი გაიხსნა. სესიაშვილმა საქართველოში და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, აღნიშნა, რომ ნატოსთან თანამშრომლობა ყველაე ძლიერი და ფართომასშტაბიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მინისტრი მიესალმა სესიის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ საქართველოში, ბათუმში შეკრება ნამდვილად დიდი შესაძლებლობაა, რადგან ერთობლივად განიხილება გეოპოლიტიკური გამოწვევები და საქართველოს პროგრესი, რომელიც მიღწეულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლის ისტორიულ გზაზე და გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ასი წლის წინ განსაზღვრა თავისი პოლიტიკა, როგორც ევროპული დემოკრატიისადმი სწრაფვა და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიული დასავლური ინტეგრაციის მისწრაფებების გამყარებაში და განმტკიცებაში. „ჩვენ წლების განმავლობაში დავიწყეთ რა ნატოსთან მჭიდრო თანამშროლობა ვიღებთ მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპის დაცვის კუთხით. ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით და ეს არის პრინციპული პოზიციები, რომლებიც თქვენთან ერთად, მომავალ წლებშიც უნდა გავამტკიცოთ და შედეგამდე მივიყვანოთ - რასაც ქვია საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და მშვიდობიანი გზით, ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში დაბრუნება", - განაცხადა მინისტრმა. „წლევანდელი წელი ჩვენ ლოგისტიკის განვითარების წლად გამოვაცხადეთ, რითაც აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ ნატოს მიერ წელს გამოცხადებულ პრიორიტეტებთან. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას და ამ ვალდებულებას მომავალშიც გავაგრძელებთ, რადგან ჩვენი სიძლიერე წარმოდგენილი გვაქვს მხოლოდ ნატოსთან, ევროკავშირთან და დასავლურ ცივილიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით", - განაცხადა ლევან იზორიამ. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფერენცია შექმნის შესაძლებლობებს, რომ მოხდეს ყველა მოსაზრებისა და შეხედულების გაცვლა. ეს იქმნება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ დავიცვათ და გავაძლიეროთ ჩვენი ინსტიტუტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ყველა ჩვენი ქვეყნისათვის",-განაცხადა როსარია პულისმა. „აღმასრულებელი შტოს საქმიანობაში პარლამენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რათა დაცული იყოს დემოკრატიის მთავარი პრინციპები: ინდივიდუალური თავისუფლება და კანონის უზენაესობა, რომელიც სრულად აისახება ევროატლანტიკურ შეთანხმებაში, იმისათვის, რომ გვქონდეს ფუნქციონირებადი ინსტიტუტები, რომელიც აღასრულებს მოქალაქეთა საჭიროებებს და იმოქმედებს მტკიცედ, როგორც მშვიდობის, ისე ომის პერიოდში"-განაცხადა როსარია პულისმა. საერთაშორისო სემინარის მონაწილეებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით, მისი პრეზიდენტი, პაოლო ალი მიესალმა და ქართულ მხარეს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველომ წინა წელს ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა, სადაც აღინიშნა ქვეყნისთვის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა და გაამყარა საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ამისთვის უნდა გავაგრძელოთ ერთობლივი ძალისხმევა. ეს არა არის მარტივი პროცესი, ამას ჭირდება დრო და დაწყებული რეფორმების გაგრძელება. ეს ინტეგრაცია არის ტრანსფორმაციის საშუალება – დემოკრატიისა და ეკონომიკურიგანვითარების გარანტი. ვიცით, რამდენად მონდომებულია საქართველოს, რომ მიაღწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ნატომ ევროკავშირმა დასაქართველომ ერთად უნდა იზრუნონ, რომ შეინარჩუნონ ეს დინამიკა", - განაცხადა პაოლო ალიმ. მისი განცხადებით, ბათუმისთვის დიდი პატივია საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრის მასპინძლობა, რაც მის ცნობადობას და პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის. მთავრობის ხელმძღვანელმა ნატოს კვირეული ფარგლებში, გუშინ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინტერესო შეხვედრას არა მხოლოდ აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ, არამედ დისკუსიაში მონაწილეობა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მიიღო, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ნატოს თემატიკასთან დაკავშირებით მოსახლეობის ჩართულობა და დაინტერესება დიდია. „ჩვენ ყოველდღიურად ვუახლოვდებით ნატოს და მნიშვნელოვანია ამ პროცესებზე მოსახლეობა სრულად იყოს ინფორმირებული და გაიზარდოს მათი ცნობიერება", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)