2018-04-23 12:42:41, 1538 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში სანაპიროსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ბათუმში, თამარის დასახლებაში, სანაპიროსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგა საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გარდაცვლილს სზეულზე დაზიანება არ აღენიშნება.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილთან ერთად სანაპიროზე კიდევ ერთი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ,