2018-04-21 16:21:46, 1574 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ღირსეული პრეზიდენტობის კანდიდატი ეყოლება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე ღირსეული კანდიდატი ეყოლება.
ამის შესახებ პრემიერმა ამბროლაურში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ შემოდგომაზე გველის მნიშვნელოვანი არჩევნები. ჩვენ ავირჩევთ პრეზიდენტს. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი და ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისათვის, რომ ღირსეულ კანდიდატს მივცეთ ხმა. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც 6 წლის განმავლობაში დაიკავებს ამ პოზიციას, უნდა იყოს ღირსეულად წარმოჩენილი და სწორედ ჩვენი პარტიის ხმა იყოს ამ არჩევნებში წარმატებების განმაპირობებელი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ,