|
2018-04-21 16:15:14, 2135 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას შეხვდა. ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების დაფინანსებისთვის, როგორც საბიუჯეტო მხარდაჭერის, ისე საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, ისეთ სფეროებში როგორებიცაა: საფინანსო სექტორის განვითარება, წყალი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურა. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოში ევროკავშირის მხრიდან გაწეული დახმარების პროგრამების მიმდინარეობაზე. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა ევროკავშირის ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის (EU EIP) განხორციელების მნიშვნელობას. EU EIP მორგებულია თითოეული პარტნიორი ქვეყნის სპეციფიკურ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე და 2020 წლამდე, პარტნიორ ქვეყნებში იგეგმება 44 მილიარდი ევროს რესურსის მობილიზება. როგორც აღინიშნა, ევროკავშირის ახალი მექანიზმის მიზანია, ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის, მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირის ფართო სამეზობლო ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელებას, ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით, ასევე, ენერგოეფექტურობის პოლიტიკის მიმართულებით. „საქართველოს დელეგაციასთან გვქონდა სასიამოვნო და კონსტრუქციული შეხვედრა. ჩემს კოლეგებთან ერთად, შევხვდით ფინანსთა მინისტრს და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს. ვისაუბრეთ ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. გილოცავთ შთამბეჭდავ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, რომელიც გქონდათ 2017 წელს. ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გარდა, ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელდება. განსაკუთრებით აღვნიშნეთ ორი საინვესტიციო სფეროს შესაძლებლობები. ერთ-ერთია ენერგოეფექტურობა და კავშირგაბმულობა. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მიერ „სივრცის დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" პირველი მოსმენით განხილვა, რაც გზას გაუხსნის ინვესტიციების განხორციელებას მშენებლობის დარგში, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ კომპანიებს, რომლებსაც შეეძლებათ ენერგოეფექტური მასალების წარმოება. მეორე სფერო, რაზეც ვისაუბრეთ ეხება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, რადგან თქვენი ქვეყნისთვის მთავარი ამოცანაა, ის შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, რომელიც გაქვთ, გახდეს უფრო მეტად ინკლუზიური, შეეხოს თითოეულ მოქალაქეს და რეგიონის მოსახლეობამაც ხელი შეუწყოს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას. გვჯერა, რომ საგარეო საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ახალი ინსტრუმენტები ამ მიზნების განხორციელებაში დაგეხმარებათ," - განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირი E5P-ის ინსტრუმენტის, ასევე, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, გააგრძელებენ ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყანაში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნით.
(NS)
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)