2018-04-20 14:00:44, 1564 ნახვა
საზოგადოება
გმირთა მოედანი - თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხება
გმირთა მოედანი - თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხება- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მორეცხვა დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე მოხდება.
„„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს. დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანი - თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხება. ამასთან დაკავშირებით, გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ,