22:39 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 11:55:52, 1310 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე OGP-ს წარმომადგენლებს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ჟოზეფ პაუელს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში დაგეგმილი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის საორგანიზაციო  სამუშაოებზე ისაუბრეს. 

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქი მზადაა, ზაფხულში OGP-ს მაღალი დონის გლობალურ ღონისძიებას უმასპინძლოს. კახა კალაძემ თბილისის მერიის იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა  მიზანს მოქალაქეთა ჩართულობისა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. 

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ OGP-ის ფარგლებში დაგეგმილ გლობალურ სამიტზე, რომელიც მიმდინარე  წლის  ივლისში, თბილისში გაიმართება. ძალიან ბევრი ქვეყნიდან მაღალი დონის სტუმრებს ველოდებით. მოქალაქეთა  ჩართულობის კუთხით, მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ და მუნიციპალური სერვისების გაძლიერების მიმართულებით ვმუშაობთ. მოქალაქეების ჩართულობა ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში მნიშვნელოვანია, რომელზეც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრს ვსაუბრობდით. პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, არის „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ხედვები და იდეები წარმოადგინონ. პროექტში მოსახლეობა საკმაოდ აქტიურადაა ჩართული. წარმოდგენილია რამდენიმე პროექტი, რომელთა განხილვა დაწყებული გვაქვს და გამარჯვებულებიც მალე გამოვლინდებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

თბილისი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს 17-19 ივლისს უმასპინძლებს.  თბილისი ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია ორგანიზაციის 75 წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას“ შეუერთდა და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, ვალდებულებები აიღო.

შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე დაესწრო. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics