22:40 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 16:08:32, 1632 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი პეტრიწის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 

საბურთალოს რაიონში, პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში ახორციელებს.

„პეტრიწის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ, სადაც კომუნიკაციები მთლიანად გამოიცვლება, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები მოწესრიგდება. პროექტზე ჩვენთან ერთად, კომპანია „ჯი-ვი-პი“ მუშაობს. მოწესრიგდება გზის საფარი, ასევე, გზაგამყოფი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და პარკინგისთვის გამოიყენებოდა. შშმ პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ჩვენ ასევე, ბარათაშვილის აღმართის სრულ რეაბილიტაციას ვაპირებთ. მალე დავიწყებთ ვაშლიჯვრის გადასასვლელი ესტაკადის მშენებლობასაც. ასევე, დაგეგმილი გვაქვს კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მიხედვით, პეტრიწის ქუჩაზე ასფალტობეტონის საფარი, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა. პროექტი საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაციას - წყალარინების ახალი ქსელისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, მოეწყობა ახალი განათების სისტემა და გამწვანდება გზაგამყოფი ზოლი. 

პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 968 633.46 ლარია. სამუშაოებს შპს „ენ სი“ აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 აპრილს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

პეტრიწის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics