16:42 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 14:00:55, 2781 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი შეწყალების კომისიის წევრებსა და სასჯელაღსრულების მინისტრს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის, შეწყალების კომისიის წევრებისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, ეს სამუშაო შეხვედრაა, სადაც სტანდარტების გაუმჯობესებაზე იქნება მსჯელობა.

"პრეზიდენტმა გამოაცხადა მორატორიუმი. ეს დროებითი ხასიათისაა იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ვისაც აქვს სურვილი, კომისიას დაელაპარაკოს. დაელაპარაკოს ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით და ვისაუბროთ იმ სტანდარტზე, რომელითაც ვმუშაობთ და არის თუ არა რაიმე რესურსი კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ეს სტანდარტი. ამაზე იქნება დღეს საუბარი მინისტრთან. კახიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ შეხვდეს კომისიას, ბატონ მინისტრთან ვისაუბრებთ იმ მექანიზმებზე რაც ჩვენ გვაქვს და რისი დახვეწა შეიძლება მასთან ერთად. არც ერთი ბრალდება ჩვენი მხირდან არ ყოფილა, ეს იყო ინფორმაცია, რომელიც მივაწოდეთ საზოგადოებას. ჩვენ არ ვართ მბრალდებლები ისევე როგორც არ მივიღებთ ჩვენ უსაფუძვლო ბრალდებას. ეს იქნება სამუშაო შეხვედრა", - განაცხადა ქორიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics