|
2015-05-22 12:58:01, 716 ნახვა
ეკონომიკა
ხადურის განმარტებით, ზედამხედველობის სამსახურის სსიპ-ად ჩამოყალიბება იგეგმება, მაგრამ კონტროლს ისევ ეროვნული ბანკი განახორციელებს
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განამრტებით, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება იგეგმება, თუმცა მასზე კონტროლს კვლავ საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს. ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. „ამ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან ჩვენი შეხვედრისას საუბარი არ გვქონია. პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო და არსებობს გამოცდილება, მათ შორის, საქართველოს უახლოეს წარსულში, როდესაც საბანკო ზედამხედველობა არ იყო ეროვნული ბანკის შიგნით, თუმცა რამდენადაც მე ვიცი, საუბარია, რომ საბანკო ზედამხედველობა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, მაგრამ მის კონტროლს კვლავ ეროვნული ბანკი განახორციელებს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. ცნობისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფა იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)