16:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 10:14:47, 1715 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარია ესპანეთის სამეფოს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გენერალურ კომისარს - ელოი კუიროს ალვარესს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება.

გიორგი გახარიამ და ელოი კუიროს ალვარესმა ბოლო პერიოდში ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების აქტიური თანამშრომლობის შედეგად, წარმატებით განხორციელებული ერთობლივი ოპერაციებისა და ესპანეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს ეფექტური საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეადმისიის მოთხოვნები ქართული მხარის მიერ 100%-ით სრულდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ესპანურ მხარეს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, სამინისტროს პრიორიტეტები, უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics