21:31 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 13:34:56, 1485 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის Global Forest Watch” (GFW) ეროვნული სამეთვალყურეო/მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია, დაგეგმილი და პრიორიტეტული აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს.

პროექტის წარმომადგენლებმა „ტყისა და მიწათსარგებლობის ინფორმაციის და გადაწყვეტილების მხარდამჭერი“ (FLUIDS) სისტემის შემუშავების პროცესზე, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა მსჯელობა ტყის მართვის დონის ინვენტარიზაციაზე, ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებსა და UNFCCC / NCD ტყის ნაწილის ვალდებულებების აღსრულებაზე, ასევე განხილულ იქნა ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის სტატუსი.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI), გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics