15:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 12:41:44, 2395 ნახვა

სამართალი
სალონიკში ლაშა შუშანაშვილი, იგივე „ლაშა რუსთავსკი“ დააკავეს

საფრანგეთსა და საბერძნეთში სპეცოპერაცია Caucase Normandie-ის ფარგლებში დაკავებულებს შორის, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკია“.

შსს-ს ინფორმაციით, სულ ოთხი ე.წ. კანონიერი ქურდია დაკავებული, კერძოდ: საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“; საბერძნეთის ქალაქ ათენში ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“.

„ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, აქტიური საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს,  სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს. საფრანგეთში სულ დაკავებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების 15 წევრი, მათ შორის საქართველოს 14 და სომხეთის 1 მოქალაქე; საბერძნეთში კი - საქართველოს 23 მოქალაქე, რომლებიც ქურდავდნენ ბინებსა და მაღაზიებს, ასევე, ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციასა და  ფულის გათეთრებას“, - განაცხადა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, ევროპოლთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics