2018-04-17 18:10:26, 1632 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს.
„ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარს, სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ერებს შორის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“, - წერს კვირიკაშვილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი პარლამენტის 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 17 კანონმდებელი წინააღმდეგი იყო.
ავტორი: ,