|
2018-04-17 14:02:54, 1610 ნახვა
პოლიტიკა
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად საქართველო აირჩიეს
16 აპრილს, ნიუ-იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს შეხვედრაზე საქართველო არჩეულ იქნა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს (Executive Board of UN-WOMEN) წევრად 2019-2021 წლების ვადით. საბჭოს წევრთა არჩევნებში რეგიონული პრინციპის მიხედვით გათვალისწინებული იყო 17 ადგილი. საქართველო აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფისთვის გამოყოფილი ორი ვაკანტური ადგილიდან ერთ-ერთზე. ხოლო საქართველოს წევრობის სამწლიანი მანდატი 2019 წლის 1 იანვარს იწყება. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 41 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობა წევრი ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათი პრიორიტეტების შესაბამისად. საქართველოსთვის, რომელიც პირველად გახდა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, პატივია საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უფრო აქტიურად ჩაერთოს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე პროცესებში. საბჭოს წევრობა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მზაობას უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს საერთო მიზნის მისაღწევად, რაც ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობას გულისხმობს. ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობითობის გაზრდას და მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილე გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის.
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)