12:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 12:45:49, 1435 ნახვა

კომენტარი
ოთარ კახიძე: მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად გიორგი მარგველაშვილი ახდენს

„,პრეზიდენტი ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და საკითხი გადაიტანოს სხვა სიბრტყეში“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას.

 „ეს ღიმილის მომგვრელი ამბავია. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“, რომლის გუნდის წევრიც გახლდათ ბატონი მარგველაშვილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა. პრეზიდენტ მარგველაშვილის ხედვა ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ხედვას ემთხვევა იმიტომ, რომ ისინი ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან. ამ ბრალდებებში მე შორს აღარ წავალ. მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას ახდენს თავად მარგველაშვილი, როდესაც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მერე ასე წინ ხვდება ქართულ საზოგადოებას, ვგულისხმობ ნარკორეალიზატორის თუ მოძალადის შეწყალებას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ  „ახალი, ბინძური კამპანია მიმდინარეობს“.

,,საქართველოს პარლამენტში ,,ევროპული საქართველოსა" და ,,ქართული ოცნების" მონაწილეობით  ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი  დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics