|
2018-04-17 12:22:49, 1590 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ლიგა დაიწყო!
14-15 აპრილს „მოყვარულთა თასი“ 2018-ის ფარგლებში, „ავაზას“, „ბასას“ და „მარაკანას“ სტადიონებზე თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგების სასტარტო შეხვედრები გაიმართა. უმაღლესი ლიგა გამარჯვებით დაიწყო შარშანდელმა ჩემპიონმა „სეუმ“, რომელმაც საკმაოდ ძლიერ „ტტც- ს“ ანგარიშით 2-0 სძლია. აღსანიშნავია „უქიმერიონის“ და უმაღლესი ლიგის ახალწვეულ „თ.ს სასამართლოს „ დაპირისპირება, რომელიც დამარცხების მიუხედავად საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და საინტერესო შეტევებსაც ახორციელებდა, თუმცა „უქიმერიონმა“ თავისი გამოცდილება კარგად გამოიყენა და საბოლოო ანგარიში 4-1 დააფიქსირა. „35-ე თბილისმა“ ძალიან კარგი სტარტი აიღო და შარშანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთ ძლიერ კლუბ „აფხაზეთთან“ გამარჯვებას მიაღწია, საბოლოო ანგარიშით 2-0.
ამავე ლიგაში, „არისტოკრატებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს „ბასიანთან“ და საბოლო ანგარიში 2-0 დააფიქსირეს. დანარჩენ შეხვედრებში უმაღლესი ლიგის გამოცდილმა გუნდებმა „ნახალოვკამ“ და „კვარტალმა“ დაძაბული შეხვედრა გამართეს, რომელიც საბოლოოდ „ნახალოვკას“ გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, „გორგიას“ გამარჯვება „პლატინუმთან“. საბოლოო ანგარიში 3-1 „გორგიას“ სასარგებლოდ. A და B ჯგუფების პირველი ტურის შეხვედრებმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა, მატჩების მთავარ არბიტრებს მხოლოდ რამოდენიმეჯერ მოუწიათ უხეშობის გამო ფეხბურთელების ყვითელი და წითელი ბარათებით დასჯა. განსაკუთრებული ინტერესი A ჯგუფის რამოდენიმე შეხვედრამ გამოიწვია. გასული წლის გამოკვეთილმა ლიდერებმა თბილისის პირველი ლიგის წლევანდელი სეზონიც გამარჯვებებით დაიწყეს - რამოდენიმე შეხვედრა კი საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია „კოლხეთის“ ბრწყინვალე სტარტი, რომელმაც „ვაზისუბანი 1975“ გამანადგურებელი სხვაობით, ანგარიშით 10:1 დაამარცხა. უხვგოლიანი გამოდგა „იმედი“ – „ირაოს“ დაპირისპირება, რომელიც „იმედის“ მარცხით, ანგარიშით 3:7 დასრულდა. ამავე (A) ჯგუფში, „კახორმა“ 8 უპასუხო გოლი გაუტანა „ვერას“.
A ჯგუფისაგან განსხვავებით, B ჯგუფის შეხვედრებში გამანადგურებელი ანგარიშით მარცხი არ დაფიქსირებულა. B ჯგუფის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი „გრასრუტსა“ და „დინამო სოხუმს“ შორის გაიმართა, რომელიც „გრასრუტის“ გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა. იგივე ანგარიშით „სპარტამ“ „თბილისი სიტი“ დაამარცხა, ხოლო „მეთოფეები“ „ტიფლისთან“ დამარცხდნენ, ანგარიშით 1:4. გატანილი და გაშებული ბურთების უკეთესი თანაფარდობის შდეგად, A ჯგუფს „კოლხეთი“ ჩაუდგა სათავეში. რაც შეეხება B ჯგუფს - პირველ პოზიციას „თბილისი სითი“ იკავებს. თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთის განვითარების ფონდი.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|









epn.ge (@expressnews.ge)